საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 71331

ფაქტი 71331

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელმა შესტაკოვმა თბილისის გამგეობის სხდომას გააცნო კავკასიის მთავარმართებლის წერილი (თბილისის გუბერნატორის წერილთან ერთად), რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ხმოსნებს, რომელთაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში ჰქონდათ უძრავი ქონება, შეეძლოთ აერჩიათ, რომელ საარჩევნო ნაწილში ჩაწერილიყვნენ.

წელი:
1901
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1901 | 4 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 71331; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .