საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 71420

ფაქტი 71420

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე ქალაქის მოურავის თანამდებობის შემსრულებელმა შესტაკოვმა დამსწრეთ გააცნო კავკასიის მთავარმართებლის წერილი ქალაქის ახალ ხმოსანთა არჩევის შესახებ. გამგეობამ წერილი განიხილა და გადაწყვიტა, უძრავი ქონების პატრონებისთვის ეცნობებინა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ხმოსნების არჩევნებში და დარჩენილი საქალაქო გადასახადები დროზე შეეტანათ.

წელი:
1901
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1901 | 4 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 71420; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .