საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 74793

ფაქტი 74793

1898 წლის 14 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ბიწმენდის მკვიდრი გიორგი მთიულაშვილი თავის ნათესავ მიხა შოტნიაშვილთან ერთად ეჭვიანობის ნიადაგზე ხანჯლით თავს დაესხა თანასოფლელს, რომელსაც მისი დანიშნული ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული. პოლიციამ და მეზობლებმა მოჩხუბრების გაშველება შეძლეს და ჩხუბს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1898 | 14 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 74793; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .