საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 79214

ფაქტი 79214

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ძმა, ნოე რამიშვილი, რძალი მარიამ ქაიხოსროს ასული და ძმისწულები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები იუწყებოდნენ, რომ ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილს 5 მარტს, საღამოს 5 საათზე კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოდან გამოასვენებდნენ თბილისის სადგურზე. მიცვალებულს დაკრძალავდნენ 7 მარტს, სოფელ ქვემო სურებში ახლად გარდაცვლილი მამის, ბესარიონ რამიშვილის გვერდით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 79214; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .