საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 82309

ფაქტი 82309

1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

წელი:
1900
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1900 | 27 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 82309; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .