საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 82311

ფაქტი 82311

1900 წლის 21 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს ლაიფციგიდან მიხეილ თამამშევისგან მოუვიდა შემოწირულობად წიგნი „Geschichte der Staaten von georgien, 1788", შედგენილი გეორგ აუგუსტოს ბრეიტენბახის მიერ. გამგეობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლაიფციგში თამამშევს საინტერესო შემოწირულობისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 82311; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .