საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 82328

ფაქტი 82328

1900 წლის 30 აპრილს, კვირა დღეს გორში ჩატარდა მაზრის მემამულეთა სინდიკატის წევრთა კრება. კრებამ თავდაპირველად დაამტკიცა 1899 წლის სინდიკატის მოქმედების ანგარიში. შემდეგ დაამტკიცა 1900 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომლის ჯამი 24 ათასი მანეთი იყო. კრების დასასრულს ჩატარდა არჩევნები და სინდიკატის დირექტორად ვ. ზ. მაჩაბელი აირჩიეს.

წელი:
1900
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1900 | 2 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 82328; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .