საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 83270

ფაქტი 83270

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსული რევოლუციის მიერ ხალხებისთვის მინიჭებული თვითგამორკვევის უფლებით უსარგებლია რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების უმრავლესობას. პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლიფლანდია, კურლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ყირიმი, დონი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაადგა რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შენების გზას.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 83270; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .