საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 83387

ფაქტი 83387

1917 წლის 11 თებერვალს ზუბალაშვილის სახალხო სახლში მოხეტიალე მუსიკოს ილიკო ქურხულს უნდა გაემართა ლექცია-დილა. პირველ და მეორე განყოფილებაში მას უნდა წაეკითხა თავისი „მოხეტიალე მუსიკოსის ნაწერებიდან". მესამე განყოფილებაში ვიოლინოზე აპირებდა თავისი რეპერტუარიდან სხვადასხვა მუსიკოსთა ნაწარმოებების შეასრულებას. ფისჰარმონიაზე აკომპანიმენტს გაუწევდა ზაქარია ფალიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 83387; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .