საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 83879

ფაქტი 83879

1917 წლის 14 იანვარს მოსკოვის ქართველობამ დიდის ზეიმით იდღესასწაულა ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს დღეობა. საღამოს სასინოდო სასწავლებლის დარბაზში გაიმართა სალიტერატურო საღამო, რომელზეც კონსტანტინე ბალმონტმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „შოთა რუსთაველი და სხვა მსოფლიო გენიოსები, როგორც რაინდნი სიყვარულისა", აგრეთვე, წაიკითხა რამოდენიმე თავი თავის თარგმანისა „ვეფხისტყაოსნიდან". მოსკოვის გაზეთ „უტრო როსიის" ამავე დღის ნომერში განათავსა წერილი სათაურით „სამკალი წმიდა ნინოსი".

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1917 | 20 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 83879; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .