საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 84272

ფაქტი 84272

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, კავკასიის ხალხები მხოლოდ გაერთიანების, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების გზით მოახერხებდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის, ნაციონალური ერთიანობისა და კულტურის დაცვას რუსეთისაგან და სხვა დიდი იმპერიებისგან, ასევე უცხოელთა მხრიდან პოლიტიკური ჩაგვრისა და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან თავის არიდებას.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 84272; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .