საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 865

ფაქტი 865

1919 წლის 6 სექტემბერს სურამის ებრაელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა მ. დავარაშვილი. მოხსენების შემდეგ დაადგინეს, მისალმებოდნენ თავისუფალი საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ეცნობებინათ დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ აღელვებთ შოვინისტური და აღმაშფოთებელი გამოსვლები, რომელსაც სჩადის ორიოდე თავხედი სიონისტი პროვოკაციული ქაღალდებით. ხელს აწერენ: რაბინი დ. მ. ჯანაშვილი, ხმოსანი მ. ჯანაშვილი, ხმოსანი გ. დავრიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 865; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .