საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88196

ფაქტი 88196

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ მობილიზაციით მოკრებილ ადამიანთა რიცხვი შეადგენდა 27 000-ს, ჯარის შესანახ ხარჯს გაიღებდა მთავრობა, ჯარისკაცის განსაზღვრული ანაზღაურება იქნებოდა 30-60 მანეთი, სახალხო მილიციაზე კი, არანაირი თანხა არ დაიხარჯებოდა, რადგან რაზმები ადგილობრივად იქნებოდნენ დაბანაკებულნი და სამსახურის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნდებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88196; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .