საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88522

ფაქტი 88522

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დავით ონიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მთავრობის წინადადება დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომლითაც მთავრობას მიენიჭებოდა უფლება იმ დაწესებულებათა ლიკვიდაციისა, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს, რუსეთისა და ამიერკავკასიის საერთო დაწესებულებების სახელით ფუნქციონირებდნენ. ეს წინადადება იურიდიულ კომისიას გადაეცა განსახილველად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88522; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .