საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88523

ფაქტი 88523

1918 წლის 26 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დასამტკიცებელ კანონპროექტთა სია: 1. კანონპროექტი გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემის შესახებ შავი ზღვის სანაპირო ზოლის სალიკვიდაციო ხარჯების გასასწორებლად, 2. კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ, 3. კანონპროექტი ამიერკავკასიის დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინისტროს უწყებაში გადაცემის შესახებ, 4. კანონპროექტი ათმილიონიანი ფონდიდან გაწეული ხარჯის დამტკიცებისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ, 5. კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ კონტრრევოლუციის, სპეკულაციისა და მძარცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად, 6. კანონპროექტი მილიციაში მოსამსახურეთათვის საშტატო ჯამაგირების გაზრდის შესახებ, 7. კანონპროექტი საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატების გადახედვის შესახებ, 8. კანონპროექტი სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის დაარსების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88523; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .