საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88548

ფაქტი 88548

1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, დადგინდა დღის წესრიგი: 1. ამიერკავკასიის ყოფილი კომისარიატის მიერ გამოცემული სამასი მილიონი მანეთის ბონების პასუხისმგებლობისა და ორასი მილიონი მანეთის ბონების ახლად გამოცემის შესახებ საბოლოო რედაქციის შემუშავება, 2. კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემას რკინის გზის სალიკვიდაციო ხარჯების გაწევის თაობაზე, 3. ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ კანონპროექტების განხილვა 4. გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვის განხილვა, რომელიც შეეხება საჩხერეში მომხდარ აჯანყებას. 5. მთავრობის მოხსენება ინსტრუქციების მოწვევის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88548; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .