საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88769

ფაქტი 88769

1902 წლის 22 სექტემბერს ნავთლუხში თბილისელი ვაჭრის, სოლომონ არუშანოვის მსახურმა დაკლა 2 ძროხა. როგორც გაირკვა, საქონელი გ. გალუსტინოვის ყანების ყარაულმა მორეკა და დასაკლავად და გასაყიდად გადასცა. პოლიციამ ვაჭარს დაკლული საქონელი ჩამოართვა და მსახური დააკავა, ხორცი კი ავლაბარში მცხოვრებ ღარიბებს დაურიგეს.

წელი:
1902
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ცნობის ფურცელი, 1902 | 25 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88769; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .