საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89004

ფაქტი 89004

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრების დადგენილებით, კახეთის რკინიგზის თანამშრომლები და მათი აღმასრულებელი კომიტეტი ფუნქციებით და უფლებებით გათანასწორდა ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომლებთან და მათ აღმასრულებელ კომიტეტთან. ასევე, კახეთის რკინიგზის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები მიიწვიეს სხდომაზე 5 იანვარს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89004; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .