საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89005

ფაქტი 89005

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გამოირკვა, რომ ქართველ მაჰმადიანთა ბათუმის კომიტეტი ითხოვდა ფულის გაგზავნას ბათუმის ოლქის მაჰმადიან ქართველთა ყრილობის მოსაწვევად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89005; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .