საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89020

ფაქტი 89020

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ქარცივაძე და ისიდორე რამიშვილი. სხდომაზე დადგინდა, რომ საფინანსო სექციას ამიერკავკასიის ბანკიდან 50000 მანეთი უნდა გადასცემოდა ავანსად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89020; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .