საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89032

ფაქტი 89032

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. სხდომაზე გამოირკვა, რომ აფხაზეთს სურს იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, რომელსაც საქართველოსთან ექნება მეზობლური ურთიერთობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89032; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .