საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89040

ფაქტი 89040

1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე და აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე შერვაშიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე დადგინდა, რომ მომავალში, საქართველო და აფხაზეთი თუ გადაწყვეტენ სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმებას, მოვალენი არიან წინასწარ შეუთანხმონ ერთმანეთს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89040; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .