საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89042

ფაქტი 89042

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით ბათუმში გაიგზავნა 50 კაციანი მოხალისეთა რაზმი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89042; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .