საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89045

ფაქტი 89045

1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე. სხდომაზე ისაუბრეს ბათუმში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ. გამოცხადდა მობილიზაცია და ბათუმში გაიგზავნა მოხალისეთა რაზმები ოსმალეთისგან დასაცავად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89045; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .