საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89124

ფაქტი 89124

1930 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ოპოზიციონერი პარტიის ლიდერების (ბარლიცკი, ლიბერმანი, ბაგინსკი) დატუსაღების შესახებ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მემარცხენეთა ბლოკი დატოვეს ქრისტიან-სოციალისტებმა. ასევე, გააქტიურდნენ პოლონელი უკრაინელები, რომლებიც ატერორებენ მოსახლეობას და ცეცხლს უკიდებენ მამულებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89124; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .