საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89129

ფაქტი 89129

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე წარადგინეს სოციალ-დემოკრატ-მენშევიკების პროგრამა, რომლის თანახმადაც გამეფებულ ანარქიასთან საბრძოლველად უნდა შედგენილიყო ცენტრალური მთავრობა რესპუბლიკური და კონსტიტუციური წყობილებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89129; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .