საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89133

ფაქტი 89133

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ შესწორება შეიტანა სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ გრიგოლ რცხილაძის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში. კერძოდ, იგი წინააღმდეგი იყო ფრაზისა "მიწის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დიდი რევოლუციის პრინციპების თანახმად". მისი აზრით, რუსეთის რევოლუციამ მრავალი პრინციპი აღძრა და რეზოლუციაში არ არის მითითებული, რომელ პრინციპზეა საუბარი. რეზოლუცია შემდეგნაირად უნდა ფორმულირებულიყო: „მიწის საკითხი გადაწყდეს მშრომელი ხალხის ინტერესების მიხედვით“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89133; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .