საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89170

ფაქტი 89170

1921 წლის 10 იანვარს თბილისის უნივერსიტეტის გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, დაეარსებინათ ტექნიკური ფაკულტეტი. სასწავლო გეგმის შესამუშავებლად აირჩიეს კომისია ასეთი შემადგენლობით: ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძე, ანდრია მიხეილის ძე რაზმაძე, ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი, იასონ პავლეს ძე მოსეშვილი, ლეონიდ სამუილის ძე ლეიბენზონი და ნიკო ივანეს ძე მუსხელიშვილი. კომისიამ ალექსანდრე დიდებულიძეს ნება დართო, მოეწვია ტექნიკური საზოგადოების აქტიური წევრები, გამოცდილი ინჟინრები და შეემუშავებინა სასწავლო გეგმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89170; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .