საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89210

ფაქტი 89210

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით ქონების ჩაბარების და საქმეთა გადაცემის დროს, ეროვნულ საბჭოს აგრეთვე სათანადო ორგანოს მოსამსახურეთა სია უნდა გადაცემოდა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა თითოეულის თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, მსახურობის ხანგრძლივობა და სხვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89210; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .