საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89353

ფაქტი 89353

1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი; ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი; საადგილმამულო კომისიის მდივანი – დავით ვაჩნაძე; მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. კრებაზე ისაუბრეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თანამშრომელთა გაფიცვის შესახებ და გადაწყვიტეს, რომ ეროვნული საბჭოსთვის წარედგინათ წინადადება ბანკის რწმუნებულთა საგანგებო საზოგადო კრების მოწვევის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89353; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .