საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89365

ფაქტი 89365

1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; კრებას დაესწრო 43 წევრი და 37 კანდიდატი; პრეზიდიუმის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი და კონსტანტინე მესხი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტრაპიზონში ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი დელეგაციის შესახებ. მათ განაცხადეს, რომ ამიერკავკასია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც არანაირ ანგარიშს არ უწევს ბრესტის ზავს. ოსმალეთის წარმომადგენლებმა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის დამამტკიცებელი საბუთის არარსებობაზე მიუთითეს დელეგაციას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89365; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .