საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89371

ფაქტი 89371

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ კომისიის დაარსების აუცილებლობაზე, რომელიც შეიმუშავებდა ძირითად დებულებებს და წარუდენდა ეროვნულ საბჭოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89371; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .