საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89372

ფაქტი 89372

1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიალურ გადამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ. კომისიაზე სომხებმა მოითხოვეს მთლიანად ერევნის გუბერნია, თბილისის გუბერნიაში ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების ნაწილი და შუშისა და ჯევანშირის მაზრის ნაწილები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89372; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .