საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89418

ფაქტი 89418

1918 წლის 4 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 2 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, კახეთის რკინიგზის მოსამსახურენი და მათი აღმასრულებელი კომიტეტი გათანასწორებულნი უნდა ყოფილიყვნენ ფუნქციებითა და უფლებებით ამიერკავკასიის რკინიგზის მოსამსახურეებთან და მათ კომიტეტთან. ხელს აწერენ დავით ნახუცრიშვილი და პავლე საყვარელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89418; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .