საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89452

ფაქტი 89452

1918 წლის 13 მაისს საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლომონ მიქელაძემ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა 9 ივნისს ბანკის რწმუნებულთა წლიური შემაჯამებელი კრების მოწვევის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ თავადაზნაურობამ თავისი ქონება გადასცა ეროვნულ საბჭოს, რის შემდეგაც რწმუნებულთა სია წარდგენილ იქნა საბჭოში, მაგრამ ეროვნული საბჭოს მხრიდან არავითარი განკარგულება არ მოსულა აღნიშნულის დასადასტურებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89452; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .