საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89492

ფაქტი 89492

1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დავით ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მიხეილ სუმბათაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. საკრებულომ განიხილა კახეთის რკინიგზის საკითხი და ვინაიდან თავადაზნაურობას ეკუთვნოდა ამ საზოგადოების აქციების უმრავლესობა, წარმოების ხელმძღვანელობა მათ გადასცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89492; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .