საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89495

ფაქტი 89495

1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დავით ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მ. სუმბათაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრების გადაწყვეტილებით, კახეთის რკინიგზის ფინანსური დახმარებისთვის გამგეობამ მიმართა მთავრობას. შუამდგომლობა მოიცავდა შემდეგს: 1. რკინიგზისთვის 655000 მანეთის გადაცემა მუშათა და მოსამსახურეთა ანაზღაურებების გასაცემად; 2. სესხად 4000000 მანეთის 10 წლის ვადით გაცემა საექსპლოატაციო ზარალის დასაფარად. თავის მხრივ, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა სამხედრო ფონდიდან 55000 მანეთი გადასცა რკინიგზას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89495; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .