საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89520

ფაქტი 89520

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის კომისარიატს ეცნობა ეროვნული საბჭოს მიერ ამიერკავკასიის საერობო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად სამი წარმომადგენლის არჩევის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89520; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .