საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89523

ფაქტი 89523

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით ეროვნულ საბჭოს, რომელიც შედგება 67 წარმომადგენლისაგან, უნდა ჰყოლოდა თავისი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც თავის მხრივ, 15 წევრისგან შედგებოდა. აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი უნდა იყოს ერთი და იგივე და შედგებოდეს 6 წარმომადგენლისაგან: თავმჯდომარე, სამი ამხანაგი, მდივანი და ხაზინდარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89523; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .