საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89556

ფაქტი 89556

1917 წლის 9 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე დაადგინეს პროფესორების ჩამონათვალი. ამისთვის შეიქმნა სარეკომენდაციო კომისია ნოვოროსიის უნივერსიტეტის პროფესორ პეტრე მელიქიშვილის, პეტროგრადის უნივერსიტეტის დოცენტ ივანე ჯავახიშვილისა და მოსკოვის უნივერსიტეტის დოცენტ ანდრია რაზმაძის შემადგენლობით. კრებამ დაადგინა, უნივერსიტეტისთვის გადაეცათ ქართული გიმნაზიის შენობა (შეფასებული 200 000 მანეთად). 1918 წელს გიმნაზიამ უნივერსიტეტს გადასცა ორი სახლი, მამული სოფ. სკრაში, სახნავ-სათესი მიწები შორაპნის რაიონში, ნავთის საბადოს ნაკვეთები ბაქოში და მომგებიანი ბილეთები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89556; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .