საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89568

ფაქტი 89568

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრებაზე გამოითქვა აზრი, რომ კახეთის რკინიგზაზე სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი საქციელის აღმოსაფხვრელად, საბჭოს მხრიდან უნდა დანიშნულიყო კომისარი, რომელიც ხელს შეუწყობდა მართლწესრიგის აღდგენას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89568; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .