საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89573

ფაქტი 89573

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას აუწყა ეროვნული საბჭოს კუთვნილებაში მყოფი რკინიგზის აქციების აზოვის ბანკში დაგირავების შესახებ. სხდომის გადაწყვეტილებით მოიხსნა საკითხი აქციების გაყიდვის შესახებ და დაევალა კახეთის რკინიგზის გამგეობას ამ გზის გაგრძელებისა და სხვა რკინიგზებთან შეერთების შესაძლებლობების განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89573; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .