საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89826

ფაქტი 89826

1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს ჩაატანეს ლითონის დაფა, რომელზეც იყო წარწერა ოქროს ასოებით: „წელსა ამას 1914-სა ქრისტე მაცხოვრის დაბადებიდან მაისის 4-სა დღესა, იმპერატორი ნიკოლოზ II- ის ბედნიერი მეფობის დროს, მეფის ნაცვლის გრაფ ილარიონ ივანეს ვორონცოვ-დაშკოვის, სასწავლო ოლქის მზრუნველის ნ. თ. რუდოლფის დროს შესრულებულ არს საძირკვლის ჩაყრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა, რომელიც არსდება რომანოვების სახლის 300 წლის ბედნიერ მეფობის სახსოვრად. უფლისა ღვთისა პარაკლისის და საძირკვლის ადგილის კურთხევის შემდეგ ჩატანებულია ეს აქტი 1914 წ. ინსტიტუტის მთავარი შენობის კედელში ქვემორე ამისა ხელისმომწერთა თანდასწრებით."


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89826; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .