საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90235

ფაქტი 90235

1902 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისის სამღვდელოების კრებაზე აირჩიეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეზრუნა ქართული საეკლესიო გალობის გაუმჯობესებისათვის. კომიტეტის წევრები იყვნენ: ეპისკოპოსი დიმიტრი, დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი, დეკ. ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი და თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90235; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .