საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90401

ფაქტი 90401

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნების შესახებ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში განუკითხაობამ დაისადგურა. არ არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისად ვერ ხდებოდა რეგიონების კონტროლი. უკონტროლობის გამო, რეგიონებშიც რომ არ წარმოქმნილიყო ქაოსი, ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ითავსებდა. ამის გარდა, საჭიროებამ მოიტანა, ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნების აუცილებლობაც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90401; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .