საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90416

ფაქტი 90416

1918 წლის 1-ელ მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამხედრო გიმნაზიის (ყოფილი კადეტთა კორპუსის) წერილი სტიპენდიატების, მიკლაშევსკისა და ბილევის, უზრუნველყოფის შესახებ. კრებას ასევე აუწყეს, რომ ყოფილ კადეტთა კორპუსში ქართლ-კახეთის თავადაზნაურობამ დააარსა ორი სტიპენდია. კრების გადაწყვეტილებით, სტიპენდიების 1918 წლის მეორე ნახევარი გიმნაზიის სალაროში შეიტანეს, სამხედრო გიმნაზიას კი საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აცნობეს. ქონებათა სექციის გამგე – გიორგი გვაზავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90416; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .