საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90449

ფაქტი 90449

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრის, პავლე საყვარელიძის მოხსენება. განიხილეს სამაჰმადიანო საქართველოს ფარგლებში სკოლების და სემინარიების არსებობის საკითხი და დაადგინეს, რომ იმ ოჯახებში, სადაც ქართულად საუბრობდნენ, სწავლება იქნებოდა ქართულ ენაზე და თათრული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებული, ხოლო სადაც თათრულად საუბრობენ, სწავლება იქნებოდა თათრულ ენაზე და ქართული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებულო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90449; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .