საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90476

ფაქტი 90476

1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სვანეთის კომისიის მღვდლის, მიხეილ მჭედლიძის მიერ რედაქციისადმი მიწერილი წერილის შესახებ, რომლის თანახმად ივლისის თვეში მომხდარი არეულობის გამო სვანეთში ჯარის თანხლებით ჩასულა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ვლადიმერ ლევაშოვი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულა და არეულობის მოთავე პირები, რომლებიც ლევაშოვის ბრძანებით დააკავეს, ხალხის თავდებობით გაუთავისუფლებიათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90476; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .