საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90480

ფაქტი 90480

1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კრების თავმჯდომარემ, დომენტი არონიშიძემ. ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ დაადგინა: ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის საკითხში მოხდეს ცვლილებები. კერძოდ, აღიარებული იქნას ქართელი ერის სახელმწიფოებრივი უფლება და სახელმწიფო ერთეულმა შეასრულოს ყველა საერთაშორისო იურიდიული წესი. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები, სანამ მოწვეულ იქნება საქართველოს დამფუძნებელი კრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90480; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .