საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 90616

ფაქტი 90616

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახური, რუსული მეცნიერების სანერგე და კულტურის დარაჯი ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე – ქართველთა ეროვნული ტკივილის დამაიმედებელი, კულტურის დაცვის, შენახვისა და განვითარების ფარ-ხმალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 90616; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .